ხელოვნება

RMG-ის თანამშრომლებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს [ვიდეო]

17 იანვარი, 2014 • • 2229
RMG-ის თანამშრომლებმა კულტურის სამინისტროსთან აქცია გამართეს [ვიდეო]

კომპანიის თანამშრომლების თქმით, თუ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მათ ნებართვას არ მისცემს, ისინი უმუშევარი დარჩებიან. 

 

სამინისტროს წინ 200-მდე ადამიანი იყო მისული. მათ კულტურის სამინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი შეხვდა და შესთავაზა, რომ აქციის 50-მდე წარმომადგენელს შეხვდებოდა და მათ საქმის კურსში ჩააყენებდა. 

 

აქციის მონაწილეებმა უარი განაცხადეს მინისტრის მოადგილესთან კულტურის სამინისტროს შენობაში შეხვედრაზე, რადგან მათი მიზანი არ არის დიალოგის წარმოება, ისინი სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვენ და იმუქრებიან, რომ კომპანიის 3000 თანამშრომელიც მათ შეუერთდება. 

 

RMG Gold-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგნეელი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლებმა კომპანიის მმართველობისგან დამოუკიდებლად გამართეს აქცია.

 

სამინისტროსთან შეკრებილებს თან ჰქნდათ მინისტრ გურამ ოდიშარიასა და მარინე მიზანდარის ფოტოები და ტრანსპარანტები წარწერით “ჩვენი წარმოების მტრები!!!”, “გადადექი”. მუშები ამტკიცებენ, რომ საყდრისს არავითარი ისტორიული ღირებულება არ აქვს და ის ნაგავსაყრელს წარმოადგენს. 

 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი დაზიანებულია RMG-ის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად. დღეს მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრულია ძეგლის დაზიანების ფაქტზე. თუმცა სამინისტროს წარმომადგენლებმა სამი მცდელობის მიუხედავად ვერ შეზლეს საყდრისის მონახულება.   

 

კულტურის მინისტრმა 13 იანვარს RMG Gold-ს საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვების ნებართვა არქეოლოგიური ობიექტის მდებარეობის გამო არ მისცა. კომპანიამ იმავე დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარინე მიზანდარისგან მართული კულტურის სამინისტრო კომპანიას მუშაობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს.

 

RMG ჯგუფის მრჩეველმა სოსო ცაბაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს არავითარი ღირებულება არ აქვს, ხოლო საყდრისის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას თუ ვერ შეძლებს, იძლებული იქნება წარმოება შეაჩეროს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი