ხელოვნება

RMG Gold: კულტურის მინისტრის უარი ნებართვის გაცემაზე ცინიკური და აღმაშფოთებელია

15 იანვარი, 2014 • • 1526
RMG Gold: კულტურის მინისტრის უარი ნებართვის გაცემაზე ცინიკური და აღმაშფოთებელია

RMG Gold-ის დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრის 13 იანვრის გადაწყვეტილება და გასულ წლის ზაფხულში დაფიქსირებული პოზიცია ერთმანეთის საწინააღმდეგოა.

 

“ბატონ ოდიშარიას ან მაშინ შეჰყავდა შეცდომაში საქართველოს მთავრობა და საზოგადოება, ან ახლა. ასევე ცალსახაა, რომ ზემოთაღნიშნული წერილი ეწინააღმდეგება კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით ადრე მიღებულ სამართლებრივ აქტებს,”- აცხადებს  RMG Gold და იხენებეს მინისტრის 2013 წლის ზაფხულში პრემიერ მინისტრისადმი მიწერილ წერილს. 

 

კომპანიის განცხადებაში მოყვანილია ამონარიდი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პრემიერისადმი მიწერილი წერილიდან, სადაც ოდიშარია საუბრობს იმაზე, რომ საყდრისის მაღაროს არსებობის მეცნიერული დასაბუთება სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს. 

 

კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნულ დასკვნას გასული წლის ზაფხულიდან ელოდებოდა და მის გარეშე იგი მუშაობას შეწვვეტს. RMG Gold ამტკიცებს, რომ ლიცენზიის გაცემა “ხელოვნურად შექმნილი საბაბით” ჭიანურდება. 

 

კომპანია RMG  თვლის, რომ სამინისტრომ დაარღვია  „მთავრობის უფლებამოსილებისა და სტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

 

RMG ჯგუფის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინვესტორს 300 მლნ დოლარზე მეტი აქვს პროექტში ინვესტირებული და სამინისტროს უარი კომპანიის, როგორც ინვესტორის ინტერესს ლახავს და სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს, როგორც ინვესტირებისათვის მიმზიდველი ქვეყნის, სახელს.

 

“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საწარმო ფუნქციონირებს მრავალი ათეული წელია და მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, რომელიც ზოგადად თან სდევს ასეთი მასშტაბის საწარმოს, არასოდეს – არც საბჭოთა, არც შემდგომ პერიოდში, არც ერთი ხელისუფლების დროს, აზრად არავის მოსვლია ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი რგოლის მუშაობის შეჩერება”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

 

RMG ჯგუფი ამტკიცბს, რომ საყდრისის ტერიტორიის ათვისება არ უკავშირდება საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობის რაიმე ობიექტის ხელყოფას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი