ხელოვნება

თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

21 ოქტომბერი, 2013 • • 1415
თეატრალური პრემია “დურუჯის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის პრიზი დავით დოიაშვილს სპექტაკლისთვის „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ გადაეცა. საუკეთესო ქალისა და კაცის როლის შესრულებისთვის დაჯილდოვდნენ ამავე სპექტაკლში მონაწილე მსახიობები- ანა ალექსიშვილი და არჩილ სოლოღაშვილი. 

 

საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად მიხეილ ჩარკვიანი სპექტაკლით “კატცელმახერი” დასახელდა. საუკეთესო დრამატურგის პრიზი დავით გაბუნიას გადაეცა, რომელმაც მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლისთვის , “საპნის ოპუსი” პიესა დაწერა.

 

საუკეთესო სცენოგრაფის ნომინაცია ანკა კალატოზიშვილს ერგო, გიორგი თავაძის სპექტაკლისთვის “მაგიის საოცრებანი.” 

 

გამარჯვებულები 20 ოქტომბერს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალზე დასახელდნენ. 

 

დურუჯი
დურუჯი

„დურუჯი 2013“ გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

•          საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს;

•          საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო სცენოგრაფი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2013-2014 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.

 

თეატრალურ პრემია “დურუჯზე” წარდგენილი იყო 34 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 2 თვის განმავლობაში აფასებდა. პრემია “დურუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ გაიცემა, საქველმოქმედო ფონდმა “ცისკარი” დააწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი