ხელოვნება

“დურუჯი 2013”-ის გამარჯვებულები 20 ოქტომბერს გამოვლინდებიან

18 ოქტომბერი, 2013 • • 1348
“დურუჯი 2013”-ის გამარჯვებულები 20 ოქტომბერს გამოვლინდებიან

წელს წარდგენილია 34 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 2 თვის განმავლობაში აფასებდა.

 

საბოლოო ფარული კენჭისყრა პრემიის ლაურეატების გამოსავლენად ჟიურის წევრებს შორის დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა სადღესასწაულო ცერემონიაზე გაცხადდება.  

 

„დურუჯი 2013“ გაიცემა შემდეგი ნომინაციებისთვის:

•          საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – პრემიის ოდენობა შეადგენს 14 000 ლარს;

•          საუკეთესო მსახიობი ქალი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო სცენოგრაფი – პრემიის ოდენობა შეადგენს 2 000 ლარს;

•          საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორი – გადაეცემა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი 10 000 ლარის ოდენობით მომავალ, 2013-2014 წლების სეზონზე სპექტაკლის დასადგმელად.

 

დურუჯი
დურუჯი

„სასიხარულოა, რომ „დურუჯი“ კვლავაც ინარჩუნებს თეატრალურ სფეროში დაწესებული ყველაზე პრესტიჟული კერძო პრემიის სახელს. ეს ჯილდო გახდა ერთგვარი „ხარისხის ნიშანი“, რომლის მიღებაც მეტად საამაყოა ხელოვანთათვის. „დურუჯი“ დაფასებაა, აღიარება იმ შრომის და ენერგიისა, რომელიც არტისტების მიერ სეზონის განმავლობაში განხორციელებული თითოეული ნამუშევრის შექმნაში იყო ჩაქსოვილი“, – აცხადებს პრემიის დამფუძნებელი, კომპანია “რედიქსის” გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი.

 

პრემია “დურუჯი”, რომელიც წელს მეხუთედ გაიცემა, საქველმოქმედო ფონდმა “ცისკარი” დააწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი