საპატრიარქოს წმინდა გიორგის ორდენი “ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის”

ილია მეორემ სვეტიცხოველში ქართული კულტურის მუშაკებს “დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისათვის” წმინდა გიორგის ორდენები გადასცა. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგი ოქროს ორდენი მწერალ გურამ დოჩანაშვილს, რეჟისორებს- ელდარ შენგელაიასა და რევაზ ჩხეიძეს, მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილს, საგუნდო მუსიკის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, შალვა მოსიძეს  გადაეცათ.

 

14 ოქტომბერს ილია მეორემ სვეტიცხოვლის ეკლესიაში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულა. წირვა-ლოცვის დასრულბის შემდეგ მან კულტურის მუშაკებს წმინდა გიორგის ოქროს ორდენები გადასცა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


მიხეილ მეფარიშვილი