ხელოვნება

ერთად ცურვა ურთიერთობაში-პერფორმანსი “ქარვასლაში” [ვიდეო]

11 ოქტომბერი, 2013 • 1625
ერთად ცურვა ურთიერთობაში-პერფორმანსი “ქარვასლაში” [ვიდეო]

ღონისძიება “არტისტერიუმი 6/2013”-ის ფარგლებში გაიმართა. გერმანიაში მოღვაწე არტისტი ნეზაკეტ ეკიჩი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დგამს პერფორმანსებს. ეკიჩი და შაჰარ მარკუსი, რომელიც ისრაელში ცხოვრობს და მუშაობს, ერთი წელია თანამშრომლობენ. 

 

“ქარვასლაში” წარმოდგენილი პერფორმანსი ამ თანამშრომლობის დროს განხორციელებული ერთ-ერთი პროექტია. ხელოვანების თქმით, წყალს მათთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან იგი სიცოცხლის საწყისი და სიმბოლოა.

 

პერფორმანსის დროს ნეზაკეტი და შაჰარი ერთმანეთის საწინააღმდეგო მიმართულებით მაგიდაზე დგანან. მათ შორის წყლით სავსე 100 ჭიქაა, რომლებიც ერთმანეთისგან აშორებთ. იმისთვის, რომ ერთმანეთს შეხვდნენ, ჭიქებიდან წყალი უნდა დალიონ და ცარიელი ჭიქა სპეციალურად პერფორმანსისთვის შეკერილი ტანსაცმლის ჯიბეში ჩაიდონ. ამ გზით ისინი ერთამნეთს ნელ-ნელა უახლოვდებიან და მაგიდის შუაგულში ერთმანეთს ხვდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი