ხელოვნება

ლია სტურუას კრებული “რჩეული” გამოიცა

1 ოქტომბერი, 2013 • 1621
ლია სტურუას კრებული “რჩეული” გამოიცა

კრებული კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა. ლია სტურუას 2013 წლის 23 სექტემბერს წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის- „დავიწყების დღე“ ლიტერატურული პრემია საბა გადაეცა.

 

ლია სტურუა 1939 წლის 15 მაისს თბილისში დაიბადა. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოეწყო ასპირანტურაში; 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში.“ კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტში, იმავდროულად, მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან არის გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურული კონსულტანტი.

 

პირველი ლექსების წიგნი „ხეები ქალაქში’’ პოეტმა 1962 წელს გამოსცა. დაბეჭდილია ლია სტურუას  12-ზე მეტი პოეტური კრებული; იგი ავტორია რამდენიმე პროზაული ნაწარმოების – „ბედნიერი სიჩუმე’’, „რძეში ჩავარდნილი ქვა’’ (შეგრძნებების რომანი); წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.

 

პოეტი საქართველოს სახელმწიფო პრემიის, გალაკტიონ ტაბიძის და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.

მასალების გადაბეჭდვის წესი