კინოხელოვნება

მაია არეშიძე: “ქართული ფილმის” საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მოიპარეს

16 აგვისტო, 2013 • 1548
მაია არეშიძე: “ქართული ფილმის” საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტები მოიპარეს

დღეს “პრაიმტაიმის” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმის” ყოფილმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გაიძარცვა ოთახი, რომელშიც ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახებოდა. მათი თქმით, ეს დოკუმენტაცია კინოცენტრის დღევანდელ ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებულ დარღვევებს ამხელდა და ქურდმა იქ შენახული დოკუმენტაციის არსებობის შესახებ იცოდა. 

 

“გუშინ, დაახლოებით სამი საათისთვის, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენ მიერ კინოსტუდია ქართული ფილმის ოფისში დაქირავებული ოთახი იყო დაკეტილი. ეს იყო იმდენად შოკისმომგვრელი, რომ მსგავსი უზნეობა ქართულ ფილმში არასდროს მომხდარა,” -განაცხადა მაია არეშიძემ, “ქართული კინოს განვითარების ცენტრის” ყოფილმა დირექტორმა. 

 

არეშიძის თქმით, გუშინ მერაბ თავაძის, “ქართული ფილმის” ყოფილი დირექტორის ოფისი გაძარცვეს, რის შესახებაც მისთვის არ უცნობიათ. არეშიძის თქმით, გაქურდვის შესახებ მხოლოდ სატელეფონო ზარით შეიტყო და სხვა თანამშრომლებს შეატყობინა. მათ საკეტი გატეხილი დახვდათ. პირადი ნივთები, საზოგადოების დოკუმენტაცია, საზოგადოების ბეჭდები საბანკო ანგარიშების ჩეკები არის დაკარგული. 

 

იურისტ დავით ალავიძეს ეჭვი აქვს, რომ ქურდობის ფაქტის უკან დაინტერესებული პირები არიან, ვისაც ქართული ფილმის გასხვისებასთან დაკავშირებით მამხილებელი დოკუმენტაციის გაქრობა სურდა. 

 

“საუბარი არის წლების მანძილზე ქართული ფილმის ქონების უკანონო გასხვისებებზე და იმ მრავალმილიონიან ქონებაზე, რომელიც დარღვევებით მოხდა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ხელში. ეს დოკუმენტაცია ინახებოდა აღნიშნულ ოფისში,”- განაცხადა დავით ალავიძემ.  

 

დავით ალავიძე ამბობს, რომ გაქურდულ ოფისში “ქართული ფილმის” 30%-ის გასხვისების შესახებ დოკუმენტაცია ინახებოდა. ამ დოკუმენტაციის მიხედვით ირკვევა, კანონის როგორი დაცვით გასხვისდა “ქართული ფილმის” ნაწილი. ალავიძის თქმით, ოფისში ინახებოდა იმ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, რომელშიც შპს. “უძრავი ქონება” მონაწილეობდა. ალავიძის თქმით, სავარაუდოდ, ამ კომპანიის მხრიდან განხორციელდა ქურდობის ფაქტი.   

 

დავით ალავიძის თქმით, ისინი ოფისშიც არ შეუშვეს და არც გაქურდულ ოთახში შესვლის უფლება მიეცათ, რადგან ჯერ გამოძიება მიმდინარეობს. “ქართული ფილმის” ყოფილი თანამშრომლები გამოძიების დასრულებას ელოდებიან. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი