კინოხელოვნება

“გრძელი ნათელი დღეების” თბილისური პრემიერის თარიღი ცნობილია [Video]

15 აგვისტო, 2013 • 1946
“გრძელი ნათელი დღეების” თბილისური პრემიერის თარიღი ცნობილია [Video]

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი პირველად ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფორუმის ოფიციალურ პროგრამაში აჩვენეს. “გრძელმა ნათელმა დღეებმა” საერთაშორისო კინოფესტივალებზე არაერთი წარმატება მოიპოვა. 102- წუთიანი ფილმის მთავარ როლებში ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია არიან. 

 

“გრძელი ნათელი დღეები” საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ქართულ-გერმანულ-ფრანგული კოპროდუქციაა. კოპროდუქციის მხარეები გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო კულტურული ფონდები და გერმანიის და საფრანგეთის ტელევიზიები, ARTE და ZDF არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი