ხელოვნება

რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ შიმშილობა შეწყვიტა

4 ივლისი, 2013 • 1444
რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ შიმშილობა შეწყვიტა

კულტურის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ შიმშილობა შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს შეხვდა.


სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი ანჯაფარიძეს შეჰპირდა, რომ სამინისტროში შექმნილი კომისია ლევან ანჯაფარიძის საჩივრის სამართლებრივ საფუძვლებს შეისწავლის.

 

მოშიმშილე რეჟისორი კულტურის სამინისტროს წინ 18 ივნისიდან 3 ივლისამდე იშიმშილა. იგი ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების დაფინანსების კონკურსს უნდობლობას უცხადებს და სამინისტროსგან კონიცენტრის საქმიანობის შესწავლას მოითხოვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი