ხელოვნება

Stoff – რეზიდენცია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

25 აპრილი, 2013 • • 1552
Stoff – რეზიდენცია თანამედროვე ხელოვნების ცენტრი

სტოკჰოლმის ფრინჯ ფესტი
სტოკჰოლმის ფრინჯ ფესტი

პროექტი შვედეთის ინსტიტუტის მიერ არის დაფინანსებული და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუმრებისთვის სკანდინავიური, ხელოვნების ალტერნატიული ფესტივალის მონაწილეების, მათ შორის – ინგენთინგეთის, პაცოცო ხილისა და მიგელ რეგალადოს პერფორმანსები და ინსტალაციები იქნება წარმოდგენილი.

 

სკანდინავიელების ვიზიტის ფარგლებში Stoff–ის თანადამფუძნებლის ადამ პოტრიკუსის ვორკშოფი და პრეზენტაციაც არის დაგეგმილი, რომელიც, ღონისძიების მასპინძლის – თანამედროვე ხელოვნების ცენტრის – თანახმად, ქართველ არტისტებს საშუალებას მისცემს, ინფორმაცია მიიღონ 2013 წლის სტოკჰოლმის ფრინჯ ფესტივალში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ.

 

“როგორც ჭეშმარიტად საერთაშორისო ფესტივალი ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ინსპირაციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს არეალში არტისტული გამოსახვის ფართო სპექტრი მოვიცვათ, რომელთა სამშობლოც სკანდინავიისა და ევროკავშირის ზონის გარეთაა. ყოველი მომდევნო Stoff –ი  ახალ რეგიონზე ახდენს კონცენტრაციას.  2013 წელს კი მთელი ჩვენი სიყვარული კავკასიის რეგიონის არტისტებისკენ არის მიმართული,” – ამბობს ადამ პოტრიკუსი.

 

სტოკჰოლმის ფრინჯ ფესტის საიტის თანახმად – “ფესტი ყველასთვისაა, ვისაც სურს იკვლიოს, გააკრიტიკოს, გაცვალოს, ეჭვქვეშ დააყენოს, ისიამოვნოს, გაოგნდეს, ან უბრალოდ მათთვის, ვისაც სურს იყოს ამაღელვებელი ატმოსფეროს ნაწილი – სადაც ყველაფერი შესაძლებელია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი