ხელოვნება

ვარსიმაშვილის სპექტაკლი ფესტივალზე “შეხვედრები რუსეთში” [Video]

22 აპრილი, 2013 • • 1362
ვარსიმაშვილის სპექტაკლი ფესტივალზე “შეხვედრები რუსეთში” [Video]

12 აპრილს თბილისურმა დასმა სანქტ–პეტერბურგში ლევ ტოლსტოის მოთხრობის მიხედვით სპექტაკლი “ფეხმარდი. ცხენის ამბავი” («Холстомер. История лошади») წარმოადგინა.

 

სპექტაკლის ფესტივალზე გამგზავრებას ფინანსურად მხარი კულტურის სამინისტრომ დაუჭირა.

 

დღეს კულტურის სამინისტროში გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული  თეატრის სანქტ-პეტერბურგში თეატრალურ ფესტივალზე გასტროლის შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინეს.

 

ფესტივალის “შეხვედრები რუსეთში” ორგანიზატორები არიან: რუსეთის კულტურის სამინისტრო, თეატრალური შემოქმედთა კავშირი, სანქტ-პეტერბურგის კულტურის კომიტეტი, საერთაშორისო ბალტიის საფესტივალო ცენტრი და თეატრი-ფესტივალი “ბალტიური სახლი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი