კინოხელოვნება

როდის იხილავს ბერლინალეს ქართულ ფილმებს ქართველი მაყურებელი

18 თებერვალი, 2013 • • 1327
როდის იხილავს ბერლინალეს ქართულ ფილმებს ქართველი მაყურებელი

კადრი ფილმიდან გრძელი ნათელი დღეები
კადრი ფილმიდან გრძელი ნათელი დღეები

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის მოადგილის, სალომე სეფაშვილის ცნობით, ფილმის – “გრძელი ნათელი დღეები” – სადისტრიბუციო უფლებებს მთლიანად საერთაშორისო კომპანია Memento Films International ფლობს, და ის განსაზღვრავს, როგორც ფილმის საფესტივალო ცხოვრებას, ისე საერთაშორისო გაყიდვების პოლიტიკას.

 

ფილმის რეჟისორი და პროდუსერი სიმონ გროსი, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ ფილმის ქართული პრემიერის თარიღი მარტში გამოცხადდება.

 

რაც შეეხება ბერლინის კინოფესტივალის სექცია “პანორამაში” წარმოდგენილ ზაზა რუსაძის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ნამუშევარს “ჩემი საბნის ნაკეცი”, ფილმთან დაკავშირებით რეჟისორს “ნეტგაზეთი” ბერლინალემდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა და მის ქართულ პრემიერას ზაზა რუსაძე 2013 წლის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ვარაუდობს – სურათის საფესტივალო ცხოვრების დასრულების შემდეგ.

 

კითხვაზე – აპირებენ თუ არა თბილისის კინეოთეატრები წარმატებული ქართული სურათებით დაინტერესებას, “რუსთაველისა” და “ამირანის” მარკეტინგის მენეჯერი დავით მირცხულავა გვპასუხობს, რომ ზოგადად არტ ჰაუს პროექტები საქართველოში არ მუშაობს, კომერციული ინტერესი არ აქვს, თუმცა გამომდინარე “გრძელი ნათელი დღეების” საერთაშორისო წარმატებიდან, საქართველოს კინოთეატრებმა შესაძლოა იფიქრონ ფილმის შესყიდვასა და რამდენიმედღიანი ჩვენებების მოწყობაზე. თუმცა თბილისის კინოთეატრებში ამ მიმართულებით ჯერჯერობით მხოლოდ სამუშაო პროცესი მიმდინარეობს.

 

ნაწყვეტები ბერლინალეს ფორუმის ფარგლებში “არტ ჰაუს კინოს ინტერნაციონალური ფედერაციის” მიერ დაჯილდოებული ფილმიდან “გრძელი ნათელი დღეები” შეგიძლით იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი