ხელოვნება

ჩეჩნური ისტორიები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან

15 თებერვალი, 2013 • • 2355
ჩეჩნური ისტორიები ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისაგან

გროზნოს ანგელოზი
გროზნოს ანგელოზი

“გროზნოს ანგელოზი”, რომელიც ნორვეგიულიდან თამარ კვიჟინაძემ თარგმნა, ოსნე საიეშტადის მეორე წიგნია ქართულად.  ქართველი მკითხველი ამ ავტორს უკვე იცნობს წიგნით “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე”. “გროზნოს ანგელოზი” კი 2007 წელს გამოცემული წიგნია და მასში საიეშტადისთვის დამახასიათებელი გულახდილი თხრობის მანერითა და შემაძრწუნებელი სიცხადითაა ნაჩვენები ორ ხალხს შორის არსებული შუღლი, ჩრდილოკავკასიური ხასიათის თავისებურებები და ჩეჩნების პიროვნული თუ ეროვნული ტრაგედია.

 

ჩეჩნეთის შესახებ ჩანაწერების კეთება ოსნე საიეშტადმა ჯერ კიდევ 1990-ან წლებში, რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომის პერიოდში დაიწყო – მაშინ, როცა მოსკოვში ჩეჩნეთის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გართულდა და ნორვეგიული გაზეთის ახალგაზრდა რეპორტიორმა ქალმა საომარ ზონაში გამგზავრება გადაწყვიტა. ოსნე საიეშტადის ერთ-ერთი პირველი საზღვარგარეთული რეპორტაჟი სწორედ გროზნოს ჯოჯოხეთს აღწერდა. საბოლოოდ ავტორს თავისივე თვალით ნანახი და ხელით ჩაწერელი უამრავი ჩეჩნური ისტორია დაუგროვდა, რომელიც შედეგად “გროზნოს ანგელოზში” გაერთიანდა. წიგნი ხანგრძლივი მტრობის, თავისივე ხალხისგან გარიყული ოჯახების, მშობლებდაკარგული ბავშვებისა და მათი მფარველი ანგელოზის შესახებ მოგვითხრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი