კინოხელოვნება

2013 წლის ბერლინალეს ჟიური ცნობილია

28 იანვარი, 2013 • • 1389
2013 წლის ბერლინალეს ჟიური ცნობილია

ტიმ რობინსი
ტიმ რობინსი

“ჰოლივუდ რეპორტერის” ცნობით, ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის ჯგუფს ოსკაროსანი მსახიობი ტიმ რობინსი, ცნობილი დანიელი რეჟისორი სუზან ბიერი და გერმანელი რეჟისორი ანდრეს დრეზენი შეუერთდნენ.

 

ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ვონგ კარ ვაია. ოქროს და ვერცხლის დათვის პრიზიორთა გამოვლენაში მას, აგრეთვე, ირანელი რეჟისორი შირინ ნეშატი, ოპერატორი ელენ კურასი და  ბერძენი პროდიუსერი და რეჟისორი ათინა რეიჩელ თსანგარი დაეხმარებიან.

 

შირინ ნეშატი
შირინ ნეშატი

შირინ ნეშატი განსაკუთრებით ცნობილია 2009 წლის ფილმისთვის “ქალები მამაკაცების გარეშე”, ელენ კურასს კი ეკუთვნის ოპერატორული ნამუშევარი მიშელ გონდრის ფილმში “ბრწყინვალე გონების მარადიული ნათება” (2004წ).

მასალების გადაბეჭდვის წესი