ხელოვნება

19-23 აპრილს თბილისი მოდის კვირეულს უმასპინძლებს

28 მარტი, 2017 • 2258
19-23 აპრილს თბილისი მოდის კვირეულს უმასპინძლებს

19-23 აპრილს თბილისი მოდის კვირეულს უმასპინძლებს. კვირეულის მიმდინარე სეზონი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და  . თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, გენერალური სპონსორია  TBILISI MALL.

20-23 აპრილს ისტორიის მუზეუმშიქარვასლაგანთავსებულიმეიდან ჯგუფისსაღონისძიებო სივცრეებშიჩვენებების დარბაზი, პრესრუმი და სამუშაო შოურუმი მოეწყობა. 

კვირეულის ოფიციალურ განრიგში უფრო მეტი ახალგაზრდა დიზაინერის ჩვენებაა დაგეგმილი: მარიამ გვასალია, LTFR, ანი დათუკიშვილი, WOYOYO, ელენე გიორგაძე, ETHERE ACCESOIRES, სალომე ტყაბლაძე, Atelier 27, ლაშა ჯოხაძე, Laboratory The Window, გიორგი ტატანაშვილი და სხვა.

კვირეულს ესტუმრება ცნობილი უკრაინელი დიზაინერი Lara Quint და ლონდონში დაფუძნებული ბრენდი ZDDZ, რომლის ჩვენებები მსოფლიოს არაერთი კვირეულის განრიგში გვხდება.

თბილისის მოდის კვირეულის გახსნის დღეს ღვინის ქარხანა N1 ცნობილი ქართველი მსახიობის, სოფიკო ჭიაურელის საღამოს უმასპინძლებს.

თბილისის მოდის კვირეულის ამ სეზონზე დაიწყება პროექტი TALK, რომელსაც კვირეული Marketer.ge-სთან ერთად წარმოადგენს. Impact Hub Tbilisi-ში 20 აპრილს გაიმართება საუბარი თემაზე “Branding and Communication”, რომელსაც მარანგონის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტები წარუძღვებიან. ასევე, ბლოგერი როზა სინაისკი, რომელიც Barneys NEW YORK, Vogue Italia, ELLE Russia ჟურნალისტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს დაესწრებიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს მრავალ გამოცემაში აისახება: VOGUE ITALIA, W MAGAZINE, DUST MAGAZINE, Harper’s Bazaar USA, ELLE.com, Fashion to Max, ELLE Russia, WWD Japan, WWD USA, CHINA MORNING POST, Men’s UNO HONG KONG, Marie Claire France and Monaco, Style Sight Worldwide, VOGUE RUSSIA, NOWFASHION, British VOGUE, OFFICIEL Ukraine, ELLE Ukraine და www.le21eme.com.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ასევე გამართავს თბილისის ტურს, რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და სხვადასხვა კულტურულ სივრცეებს.

მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის მყიდველების ჯგუფს უმასპინძლებს (.. Buyers): Harvey Nichols HONG KONG, RIJOUX STORE Tel-Aviv, Concept Store PORTA 9 Russia, Al Duca D’acosta VENICE, United Legend Strasbourg, Joseph Store London – ისინი გაეცნობიან ქართველი დიზაინერების კოლექციებს და საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. მეწარმეობის განვითარების სააგენტო კვირეულის შოურუმში ასევე რამდენიმე ქართულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც უკვე სტაბილურად მუშაობს ქართულ ბაზარზე და საზღვრებს გარეთ.

აღსანიშნავია, რომ სააგენტოს ხელშეწყობით შედგა დიზაინერ მარიამ გვასალიას და იტალიელ ბაერებს შორის თანამშრომლობა. საქართველოში, ფაბრიკაევროტექსში შეკერილი სამოსი უკვე ვენეციის მაღაზიებში იყიდება.

12 აპრილს კვირეულის გენერალური სპონსორის, TBILISI MALL-ის მთავარ ატრიუმში კვირეულის ოფიციალური შოურუმი გაიხსნება, რომელზეც სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. გახსნის ღონისძიებაზე კოლექციებს სამოდელო სტუდია და სააგენტოჯეომოდელსისმოდელები წარმოადგენენ. შოურუმი თბილისი მოლის ყველა სტუმრისთვის ხელმისაწვდომი  24 აპრილამდე იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი