ხელოვნება

1 მილიონი ლარი კაცხის მონასტრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის

19 იანვარი, 2017 • 2321
1 მილიონი ლარი კაცხის მონასტრისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციისთვის

კაცხის მონასტრის რეაბილიტაციისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 მილიონი ლარია გამოყოფილი.

ინფორმაცია რეაბილიტაციის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტრომ დღეს, 19 იანვარს გაავრცელა.

პროექტი ითვალისწინებს:

[checklist]

  • ღია ტერასის მოწყობა
  • წყაროს აღდგენა-მოპირკეთება
  • ეკლესიამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
  • გარე წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების მონტაჟი
  • ფერდზე, ტურისტებისთვის გადასახედი,  ღია აივნის მოწყობა
  • გამოყოფილია ადგილი ავტოსადგომისთვის

[/checklist]

სამინისტროს ცნობით, რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით  რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. მისი ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, ხოლო პროექტი 2017 წლის აპრილში დასრულდება.

კაცხის მონასტერი. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

კაცხის მონასტერი. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების პარალელურად,  სოფელ კაცხში, სამონასტრო კომპლექსის წინ შენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი  ტურისტული ცენტრი, რომელიც სრულად აღიჭურვება გამართული საქმიანობისთვის საჭირო ავეჯით. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის აპრილში იგეგმება.

პროექტის დასრულების შემდეგ სამონასტრო კომპლექსთან გაუმჯობესდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც მეტ ტურისტს მოიზიდავს და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მიიჩნევს საქართველოს მთავრობა.

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვარიანტში ეწერა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესაძლოა შეხებოდა კაცხის სვეტს, რაც სინამდვილეს არ შეესაბმებოდა, ამიტომ სტატია ჩავასწორეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი