ხელოვნება

ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

23 ივნისი, 2016 • 5488
ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა

პირველ ხანებში ყმაწვილობის დროინდელი შტაბეჭდილებებით ვხატავდი. მიტაცებდა ძველი თბილისის ბოჰემა. ყოველ ნახატს ზღაპრულ იერს ვაძლევდი. და აი, ატყდა ჩემი შემოქმედების გარშემო კამათი. მირჩევდნენ, ერთხელ და სამუდამოდ გავცლოდი წარსულის ამსახველი სურათების ხატვას. მივყევ მათ რჩევას, ვცდილობდი, ზღაპრულ-რომანტიკულ ხატვას შეჩვეული ხელით ახალი ყოფა ნატურალისტურად გადმომეცა. არაფერი გამომდიოდა. დიდხანს ვიწვალე. და ბოლოს მრავალი ძიების შემდეგ მივაგენი, ფორმა და შინაარსი როგორ შემეთავსებინა ერთმანეთთან. – ლადო გუდიაშვილი

წელს ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის 120-ე საიუბილეო წელია. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში, ლადო გუდიაშვილის ფონდის საგამოფენო დარბაზში მხატვრის ოთხი საიუბილეო გამოფენა გაიმართება. სწორედ ამ სერიიდან ერთ-ერთი, მეორე საზეიმო გამოფენა 23 ივნისს გაიხსნა.

გამოფენაზე მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრებია წარმოდგენილი. მათი უმეტესობა კერძო კოლექციებშია დაცული. გამოფენა 23 ოქტომბრამდე გასტანს.

როგორც გამოფენის ორგანიზატორი ანა მელივა ამბობს, გუდიაშვილის შემოქმედის წარმატების მიზეზი მისი მკაფიოდ გამოხატული ინდივიდუალობა, მხატვრული სახეების მდიდარი სამყარო და მრავალფეროვნებაა.

ლადო გუდიაშვილი ნამუშევარი "ვინ რა იცის რაში გამოგვადგება" 1942 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილი ნამუშევარი “ვინ რა იცის რაში გამოგვადგება” 1942 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილი ნამუშევარი "მალთუსის იუბილე" 1955 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილი ნამუშევარი “მალთუსის იუბილე” 1955 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილი ნამუშევარი "საზიზღარი პროფესია" 1955 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილი ნამუშევარი “საზიზღარი პროფესია” 1955 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ევროპულმა გამოცდილებამ და განათლებამ გუდიაშვილს გზა გაუხსნა მსოფლიოს ცნობილი გალერეებისკენ. მხატვარი მონაწილეობდა გამოფენებში ევროპისა და ამერიკის მასშტაბით. გუდიაშვილის შემოქმედებამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გამოცემულია მისდამი მიძღვნილი მრავალი ალბომი და წიგნი.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გუდიაშვილის თემატიკა ფართოვდება. 40-იან წლებში, ომის შემდგომ პერიოდში მის შემოქმედებაში აისახა არა მარტო ქართველი ხალხის წარსული, არამედ ის მძიმე რეალობა, რომელიც იმ პერიოდში საქართველოში იყო. სწორედ ამ პერიოდს ასახავს გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუსშევრები ტუშში.

1946 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, კალისტრატე ცინცაძის შეთავაზებით, ლადო გუდიაშვილმა ტოტალიტარულ ქვეყანაში, სადაც ათეიზმი სახელმწიფო იდეოლოგიის დონეზე იყო აყვანილი, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოხატა. ქაშვეთის ტაძრის საკურთხეველში ედემის ბაღის გამაერთიანებელ ფონზე გუდიაშვილმა ღვთისმშობელი ყრმით და მოციქულთა ზიარება გამოხატა, ხოლო მომიჯნავე კედლებზე – მთავარანგელოზი გაბრიელი და ღვთისმშობლის ხარების სცენა.

ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო "პირისპირ" 1951 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო “პირისპირ” 1951 წ. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილის ფერწერული ტილო. ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ლადო გუდიაშვილი 1980 წელს გარდაიცვალა. მისი შემოქმედება დაზგური ფერწერისა და გრაფიკის, წიგნის გრაფიკის, თეატრის და კინოს მხატვრობის ასობით ნამუშევარს მოიცავს. თითქმის შვიდი ათწლეულის განმავლობაში შექმნილი მისი შემოქმედება ქართული კულტურული მემკვიდრეობის ოქროს ფონდის კუთვნილებაა.

1980 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი მიენიჭა ქ. ბათუმის მხატვრის სახლს.

1982 წლის 8 აპრილს ასტრონომთა საერთაშორისო ორგანიზაციამ ლადო გუდიაშვილის სახელი მიანიჭა რ.ვესტის მიერ აღმოჩენილ მცირე პლანეტას.

1992 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა ქუჩას თბილისის ცენტრში, სადაც ცხოვრობდა მხატვარი ოჯახთან ერთად. ლადო გუდიაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
1998 წელს ლადო გუდიაშვილის სახელი ეწოდა მოედანს თბილისის ისტორიულ ნაწილში.

2011 წელს ლ.გუდიაშვილის ქუჩაზე #11 გაიხსნა „ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი“

მასალების გადაბეჭდვის წესი