ხელოვნება

“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები

16 იანვარი, 2012 • 1141
“ოქროს გლობუსის” გამარჯვებულები

ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა კვირას,  15 იანვარს, გახდა ცნობილი. კატეგორიაში საუკეთესო მხატვრული ფილმი– დრამა გამარჯვებული გახდა ფი;მი “შთამომავლობა”. მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი- დრამა, ჯილდო ჯორჯ კლუნმა მოიპოვა ფილმისთვის “შთამომავლობა”. რაც შეეხება ქალის მთავარი როლის საუკეთესო როლის შემსრულებელს–დრამა ჯილდო მერილ სტრიპმა მიიღო ფილმისთვის “ რკინის ლედი”, რომელშიც მსახიობი მარგარეტ ტეტჩერს ასახიერებს.  საუკეთესო რეჟისორი მარტინ სკორსეზე გახდა მისი ბოლო 3D ნამუშევრისთვის  “ჰუგო”, საუკეთესო სცენარისთვის კი ვუდი ალენი დაჯილდოვდა ფილმისთვის “შუა ღამე პარიზში”. ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მხატვრულ ფილმში “გამარჯვება” ოქტავია სპენსერმა მოიპოვა, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის კი კრისტოფერ ფლამერმა მიიღო ოქროს გლობუსი ფილმში “დამწყებნი” შესრულებული როლისთის. საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმისთვის ჯილდო ირანულმა ფილმმა “განქორწინება” მოიპოვა. საუკეთესო ანიმაციური ფილმი კი “ტენტენის თავგადასავალი” გახდა.

საუკეთესო მხატვრული ფილმი, მიუზიკლი ან კომედია, გამრჯვებული გახდა ფილმი “არტისტი” , ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის ჟან დუჟარდენმა მოიპოვა გამარჯვება საუკეთესო მსახიობი მამაკაცის როლის შესრულებისთვის მიუზიკლი ან კომედია.  ხოლო საუკეთესო მსახიობი ქალი როლის შესრულებისთვის, მიუზიკლი ან კომედია პრიზი მიშელ უილიამსმა მიიღო ფილმისთის “ჩემი კვირა მერლინთან”. სრული სია იხილეთ ბმულზე

“ოქროს გლობუსის” ნომინანტებსა და გამარჯვებულებს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ადგენს. ცერემონიალს ხშირად მოიხსენიებენ ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების რეპეტიციად, ოსკარის ნომინატების სია ჯერ ცნობილი არ არის, თავად ცერემონია კი 26 თებერვალს შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი