საზოგადოებახელოვნება

მსოფლიო მოდის საგაზაფხულო ტენდენციები

2 მაისი, 2016 • 3850
მსოფლიო მოდის საგაზაფხულო ტენდენციები

2016 წლის გაზაფხული და ზაფხული მსოფლიო მოდის არეალზე კონტრასტებისა და ექსპერიმენტების სეზონი იქნება – ასე აფასებს მოდის მთავარ ტენდენციებს ფრანგული გამოცემა Vogue. მათი შეფასებით, წელს მსოფლიო მოდაში 70-იანი წლების გავლენა დომინირებს.
მაქმანის დეტალები, ნაზი და დახვეწილი ქსოვილები, ამავდროულად, ყურადღების მიმპყრობი კაშკაშა ტექსტურა, მბზინვარე ვერცხლისფერი მატერია, რომელიც სინათლეს ირეკლავს, გრაფიკული პრინტები  და მრავალფეროვანი ქსოვილები – ეს იმ ტრენდების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც Vogue-ის თქმით, ამ სეზონს დაიპყრობს.

ეს ტენდენციები აისახა "ვალენტინოს" ბოლო კოლექციაშიც, რომელიც მოდის სახლმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. ფოტო: EPA/IAN LANGSDON,YOAN VALAT

ეს ტენდენციები აისახა “ვალენტინოს” ბოლო კოლექციაშიც, რომელიც მოდის სახლმა პარიზის მოდის კვირეულზე წარადგინა. ფოტო: EPA/IAN LANGSDON,YOAN VALAT

საგაზაფხულო მოდის მთავარ ტენდენციებზე წერს Forbes. გამოცემის თქმით, ამ სეზონზე შერეული ფერის სამოსი კვლავ დაიბრუნებს აქტუალობას. მაქმანიანი კაბები კი წლის მთავარ ტენდენციად სახელდება. რაც შეეხება აქსესუარებს, მოდის კრიტიკოსებმა ნახევარმთვარის ფორმის ჩანთებს მიანიჭეს უპირატესობა.

ვიქტორია ბეკჰემი, ნიუ იორკის მოდის კვირეული ფოტო: EPA/PETER FOLEY Valentino, პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/YOAN VALAT Lilly Sarti სან პაულოს მოდის კვირეული ფოტო:EPA/SEBASTIAO MOREIRA

ვიქტორია ბეკჰემი, ნიუ იორკის მოდის კვირეული ფოტო: EPA/PETER FOLEY
Valentino, პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/YOAN VALAT
Lilly Sarti სან პაულოს მოდის კვირეული ფოტო:EPA/SEBASTIAO MOREIRA

გაზაფხულეზე აქტუალურია ლურჯი ფერი. კრიტიკოსები მოდის მიმდევრებს ლურჯი ჩრდილების გმაოყენებას ურჩევენ. სეზონის ტრენდად მაკიაჟში მეტალისებრი, მბზინავი ჩრდილებიც დასახელდა.

სეზონისთვის გარდერობის განახლებას კაცებსაც ურჩევენ. GQ კაცების მოდაში მთავარ ტენდენციად 50-იანების ჩაცმულობას ასახელებს. მსუბუქი ქსოვილებით შეკერილი, რეტროსტილის მოკლემკლავიანი პერანგები სეზონის ტრენდად სახელდება. კაცების მოდაში გამოიკვეთა აღმოსავლური გავლენაც. გაზაფხულზე მოდურად აღმოსავლური ორნამენტებით გაფორმებული სამოსი ჩაითვლება.

Agnes B პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/IAN LANGSDON Dries Van Noten პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO Armani მილანის მოდის კვირეული ფოტო: EPA/MATTEO BAZZI

Agnes B პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/IAN LANGSDON
Dries Van Noten პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO
Armani მილანის მოდის კვირეული ფოტო: EPA/MATTEO BAZZI

მოდური იქნება საწვიმარი ლაბადები და სპორტული ქურთუკებიც. როგორც GQ-ს მოდის კრიტიკოსები ამბობენ, ამ სეზონზე არც ჯინსის შარვლები დაკარგავს აქტუალობას და მოდის მოყვარულებს ღია ფერის შარვლების შეძენას ურჩევენ. რაც შეეხება აქსესუარებს, გაზაფხულზე კაცებს სადა ტყავის ზურგჩანთების გამოყენებას ურჩევენ.

Valentino პარიზის მოდის კვირეული Dior Homme პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO

Valentino პარიზის მოდის კვირეული
Dior Homme პარიზის მოდის კვირეული ფოტო: EPA/GUILLAUME HORCAJUELO

სამოსის შერჩევისას მნიშვნელოვანი დეტალი ქუდი იქნება. ამ სეზონზე დიზაინერებმა და მოდის კრიტიკოსებმა ე.წ. ბეისბოლის კეპებს მიანიჭეს უპირატესობა. რაც შეეხება ფერებს, ამ დრომდე ჩატარებულ მოდის კვირეულებზე კაცების სამოსში ნაცრისფერი და მწვანე დომინირებდა. როგორც GQ წერს, წელს იტალიურმა მოდის სახლებმა ფეხსაცმელებიდან სანდლებს მიანიჭეს უპირატესობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი