ხელოვნება

ლიტერატურული პრემიის “ლიტერა” ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

4 აპრილი, 2016 • 2045
ლიტერატურული პრემიის “ლიტერა” ნომინანტთა ვინაობა ცნობილია

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ 2016 წლის ფინალისტების გამოვლიდნენ. ჟიურიმ კონკურსანტები 5 კატეგორიაში დაასახელა:

 

წლის საუკეთესო საბავშვო წიგნი

ნინო სადღობელაშვილი – „განძის თეატრი“ („ინტელექტი“);

ნატო დავითაშვილი – „აიას გზა“ („წიგნები ბათუმში“);

ვანო ჩხიკვაძე – „ჯაბა ჯუბა“ (გორის მწერალთა სახლი).

 

წლის საუკეთესო დებიუტი

ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);

იუნონა გურული – „დიაგნოზი“ („საუნჯე“);

დავით ჭოჭუა – „ალდენორი“ („წიგნები ბათუმში“).

 

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ბესიკ ხარანაული – „ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს“ („ინტელექტი“);

ზვიად რატიანი – „შენთვის შეიძლება“ („დიოგენე“);

დიანა ანფიმიადი – „ჩრდილის ამოჭრა“ („ინტელექტი“);

ნატო ინგოროყვა – „PORCELLANAE პოეზია” („ინტელექტი“);

კატო ჯავახიშვილი – „იავნანა კაცებისთვის“ („ინტელექტი“).

 

წლის საუკეთესო პროზაული კრებული/რომანი

გიორგი კეკელიძე – „ორი თავგადასავალი“ („წიგნები ბათუმში“);

დათო ქარდავა – „ესავის ხელები“ („ინტელექტი“);

თამთა მელაშვილი – „აღმოსავლეთით“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“);

მარიკა მამალაძე – „უცვეთი ანრი“ („ინტელექტი“);

ზაზა ბურჭულაძე – „ტურისტის საუზმე“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“).

 

წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი

კრებული “ქართული ლექსი მე-20 საუკუნე” („დიოგენე“); ყდის დიზაინი: კოტე სულაბერიძე;

გია ეძგვერაძე „პარტიზანების სტრატეგიები ხრიოკ ლანდშაფტში“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); ყდის დიზაინი: გია ეძგვერაძე;

მიშელ უელბეკი „კუნძულის შესაძლებლობა“ („ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“); ყდის დიზაინი: თამუნა თათელაძე;

სერია „ამერიკელები“ („დიოგენე“); ყდის დიზაინი: ბესიკ დანელია.

 

პრემიის გამარჯვებულები 20 აპრილს  მწერალთა სახლში დაჯილდოვდებიან. თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა საპრიზო თანხა 5000 ლარი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს მწერალთა სახლთან ერთად ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დააარსა. ორგანიზატორთა თქმით, პრემიის შექმნის მიზანი ლიტერატურული პროცესების წახალისება და გააქტიურებაა. სხვა ლიტერატურულ პრემიებთან ერთად ახალი კონკურსის არსებობა ხელს შეუწყობს ავტორების მოტივაციას წერისა და განვითარებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის უფლება 2015 წელს საქართველოში წიგნად ან ელექტრონულად გამოცემულ ყველა ორიგინალურ ლიტერატურულ ნაწარმოებს ჰქონდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი