ხელოვნება

ქართულ-რუსული „ლეგენდა სიყვარულზე“

13 ივლისი, 2011 • 1680
ქართულ-რუსული „ლეგენდა სიყვარულზე“

„ლეგენდა სიყვარულზე“ ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც რუსულ–ქართულ ურთიერთობებზე გადაიღებენ.

„ეს იქნება ლირიკული კომედია, სადაც ნაჩვენები იქნება რუს და ქართველებს შორის ადამიანური ურთიერთობები“–ამბობს ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი, არჩილ გელოვანი.

რეზო გიგინეიშვილის ფილმში რუს მსახიობებთან ერთად მერაბ ნინიძე და მიხეილ მესხი მიიღებენ მონაწილეობას.

ფილმის გადაღებები თბილისში, ბათუმში, სიღნაღში, მოსკოვსა და პრაღაში იგეგმება. გადაღებები ივლისის ბოლოს საქართველოში დაიწყება და სექტემბერში დამთავრდება.

ფილმი კინო გაქირავებაში 2012 წლის აპრილში გამოვა.

ფილმის რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი, რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის სიძეა.

ფილმის იდეის ავტორი და პროდიუსერი, არჩილ გელოვანი კი, სს. „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორია, რომელიც 2010 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნული არქივის ბიბლიოთეკის საცავებში დაცული მე–18–19–ე საუკუნის მოპარული წიგნების ყიდვაში იყო დადანაშაულებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი