ხელოვნება

Non fiction Nirvana და სალომე ჯაშის ბახმარო

23 ივნისი, 2011 • • 1565
Non fiction Nirvana და სალომე ჯაშის ბახმარო

Nonfiction Nirvana – ასეც უწოდებენ დოკუმენტური ფილმების ფესტივალს, სილვერდოკს, რომელიც ამერიკაში ყველაზე ცნობილი და პოპულარული დოკუმენტური ფილმების ფორუმია.

სალომე ჯაშის 58–წუთიანი დოკუმენტური ფილმი “ბახმარო” წელს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.

დღეს, 21 ივნისს, აშშ–ში სალომე  ჯაშმა და ფილმის პროდიუსერმა ანა ძიაფშიპამ მაყურებელს ფილმი  AFI Silver Theatre –ში წარუდგინეს.

ბახმარო საკონკურსო პროგრამაში– Sterling World Feature Competition მოხვდა. ფესტივალი, რომელიც მეცხრედ იმართება, 20 ივნისს დაიწყო. კონკურსის გამარჯვებულები კი 25 ივნისს გამოვლინდებიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საუკეთესო დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა ათი ათასობით ადამიანს ექნება.

სალომე ჯაშის ფილმი კონკურსზე საქართველო/გერმანიის სახელით არის წარდგენილი. სილვერდოკის ოფიციალურ საიტზე შესვლისას თვალში გხვდებათ ბახმაროს პოსტერი, რომელიც საიტის “ჰიდერია”, სხვა რამდენიმე ფილმის პოსტერთან ერთად.

“ბახმაროში” ერთ შენობის და მასში მყოფი ადამიანების ისტორიაა ასახული. ადრე შენობა მთლიანად რესტორანს ეკუთვნოდა, ახლა კი მხოლოდ მის ერთი ნაწილიშია რესტორანი განთავსებული, სადაც მარტო მომსახურე პერსონალი და დირექტორია. აქ არავინ შედის. რესტორნის პერსონალი კი ზის და ელოდება, როდის შევა მასთან კლიენტი. “ცოტა სიურრეალისტური,  ცოტაც კაფკიანური გარემო  რეჟისორის წარმოსახვის შედეგად არ დაბადებულა – ეს რეალობაა“,–წერს კინოს მცოდნე თეო ხატიაშვილი

მომლოდინე ადამიანები თავიანთ ისტორიებსს ყვებიან, როგორ ცხოვრობენ ახლა, როგორ ცხოვრობდნენ წარსულში.

“ბახმარო” გამორჩეულად შთამბეჭდავი ფილმია ფერებით. „ალმოდოვარისთვის შესაშური ფერები“– წერს ხატიაშვილი და ამბობს, რომ ეს ფერები „შთამბეჭდავ კინემატოგრაფიულ სურათს ქმნის“

სალომე ჯაშის ფილმი Sterling World Feature Competitionის კონკურსანტი ფილმია. აღნიშნულ ნომინაციაში მასთან ერთად ათი სხვა ფილმია წარმოდგენილი.

 

AT THE EDGE OF RUSSIA / პოლონეთი/რუსეთი, 2010, 72 წუთი (Director: Michael Marczak)

BAKHMARO /საქართველო/გერმანია, 2011, 58 წუთი (Director: Salome Jashi

DONOR UNKNOWN / ამერიკა, 2010, 76 წუთი (Director: Jerry Rothwell)

EL BULLI – COOKING IN PROGRESS / გერმანია/ესპანეთი,2010, 108 წუთი(Director: Gereon Wetzel)

FAMILY INSTINCT /ლატვია, 2010, 58 წუთი (Director: Anris Gauja)

FIRE IN BABYLON / დიდი ბრიტანეთი, 2010, 82 წუთი (Director: Stevan Riley)

THE FIRST MOVIE / დიდი ბრიტანეთი/კანადა, 2009, 77 წუთ (Director: Mark Cousins)

GRANDE HOTEL / ბელგია/მოზამბიკა/პორტუგალია, 2010, 57 წუთი (Director: Lotte Stoops)

EL VELADOR (THE NIGHT WATCHMAN) / მექსიკა, 2011, 72 წუთი (Director: Natalia Almada)

POSITION AMONG THE STARS / ინდონეზია/ჰოლანდია, 2010, 109 წუთი (Director: Leonard Retel Helmrich)

WIEBO’S WAR /კანადა, 2011, 92წუთი Director: David York)

რაც შეეხება კონკურსის სხვა კატეგორიებს, ესენია: World Feature Competition და Short Film Competition. ასევე რამდენიმე დამატებითი კატეგორია: Audience Awards, Cinematic Vision Award for innovation in storytelling და WGA Documentary Screenplay Award

.

მასალების გადაბეჭდვის წესი