ეკონომიკა

“ვიზეარის” ახლი რეისები ევროპის შვიდი ქალაქის მიმართულებით

17 თებერვალი, 2016 • 1962
“ვიზეარის” ახლი რეისები ევროპის შვიდი ქალაქის მიმართულებით

კომპანია “ვიზეარი” ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ სექტემბრიდან შვიდი ახალი მიმართულებით იფრენს.

ეს მიმართულებებია:  ბერლინი, მიუნხენი, მილანი, დორტმუნდი, სალონიკი, ლარნაკა და სოფია.

“ვიზეარის” ვებ–გვერდზე ახალი მიმართულებები უკვე ასახულია. მინიმალურ ფასში შედის მხოლოდ ავიაბილეთი და პატარა ჩანთა, რომელსაც მგზავრი თვითმფრინავის კაბინაში შეიტანს. ამ ჩანთის განზომილებები არ უნდა აღემატებოდეს 42x32x25 სანტიმეტრს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს თან ბარგის წაღება სურს, დამატებით თანხა უნდა გადაიხადოს.

ყველაზე მსხვილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, Wizz Air, ქუთაისის საერთაშორისო საერთაშორ…

Posted by Kutaisi International Airport on Tuesday, February 16, 2016

ქუთაისი-ბერლინის მიმართულებით ავიარეისები 23 სექტემბერიდან დაიწყება. ფრენები შესრულდება ორშაბათსა და პარასკევს. ბიულეთის მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-მიუნხენის რეისები დაიწყება 23 სექტემბრიდან. ფრენები შესრულდება ორშაბათსა და პარასკევს. ბილეთის მინიმალური ფასი 39.99 იქნება.

ქუთაისი-მილანის რეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება, ფრენები შესრულდება ოთხშაბათსა და კვირას. ბილეთის მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-დორტმუნდის რეისები 25 სექტემბრიდან დაიწყება. ფრენები შესრულედება ოთხშაბათს და კვირას. ბილეთის მინიმალური ფასი 39.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-სალონიკის რეისები 24 სექტემბრიდან დაიწყება. ფრენები შესრულდება სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს. ბილეთის მინიმალური ფასი 29.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-ლარნაკას რეისები 24 სექტემრბიდან დაიწყება. ფრენები სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. ბილეთის მინიმალური ფასი 24.99 ევრო იქნება.

ქუთაისი-სოფიას რეისები 24 სექტემბერს დაიწყება. ფრენები კვირაში ორჯერ – სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ბიულეთის მინიმალური ფასი 29.99 ევრო იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი