ეკონომიკა

გიორგი ქადაგიძე: სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ლარს აუცილებლად ექნება გამყარების ტენდენცია

17 თებერვალი, 2016 • 1402
გიორგი ქადაგიძე: სწორი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ლარს აუცილებლად ექნება გამყარების ტენდენცია

სწორი ეკონომიკური პოლიტიკის , შეცდომების გამოსწორების და [არსებულ] გამოწვევებზე გაათმაგებული ენერგიით პასუხის პირობებში, ლარს აუცილებლად ექნება გამყარების ტენდენცია. ეს განცხადება რუსთავი 2-ის გადაცემა “არჩევანში” ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ გააკეთა. მან ასევე დააკონკრეტა, რომ დოლართან მიმართებაში ლარის კურსს გამყარება საშუალოვადიან პერიოდშივე შეუძლია.

მისი თქმით, საუბარია კურსის ძველ ნიშნულზე დაბრუნებაზე: 1.8, 1.65 და ა.შ.

“რა თქმა უნდა, ეს არის შესაძლებელი. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს მომხდარა: 2.42-დან კურსი 1.4-ზეც ჩამოსულა. კურსი – ეს არის სარკე იმ პროცესებისა, რომელიც ეკონომიკაში მიმდინარეობს. რატომ არ შეიძლება, რომ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ ვაწარმოოთ კამპანია? როდესაც სარკეში ვიყურებით და რამე არ მოგვწონს, სარკის მტვრევას აზრი არ აქვს. უნდა გავეკრვიოთ თუ რა არის იმის მიზეზი რაც არ მოგვწონს და შემდეგ გამოვასწოროთ. თუ ჩვენ ამას გამოვასწორებთ, ლარის გაცვლით კურსს გამყარების ტენდენცია ნამდვილად ექნება საშუალო ვადიან პერიოდში”, – განაცხადა ქადაგიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი