ეკონომიკა

თვითმფრინავი „მხოლოდ მოზრდილთათვის“

17 თებერვალი, 2011 • • 1379
თვითმფრინავი „მხოლოდ მოზრდილთათვის“

ისეთი დიდი ევროპული ავიაკომპანიები, როგორებიცაა: ბრიტანეთის ავიახაზები და Emirates, გეგმავენ ფრენებს, რომლითაც სარგებლობის უფლება მხოლოდ მოზრდილებს ექნებათ.

პირველი წელი არ არის, რაც ახალი რეისების შესახებ საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევა ტარდება. ჯერ კიდევ 2009 წელს TripAdvisor-მა, რომლითაც მოგზაურები მთელი მსოფლიოდან სარგებლობენ, განაცხადა, რომ ტურისტების 79%-ის აზრით, ბავშვებისაგან თავისუფალი ზონების შექმნაა უცილებელი.

აღნიშნული მონაცემები airfarewatchdog.com–ის გამოკითხვებითაც დადასტურდა. 10 000 გამოკითხული ტურისტიდან 54% თანახმაა, დამატებით 10 დოლარი გადაიხადოს, ხოლო 20% მზად არის, დამატებით 40 დოლარი დახარჯოს იმისთვის, რომ „ახალგაზრდა მეზობლების“ გარეშე იმგზავროს.

მგზავრებს შორის ჩატარებულმა გამოკითხვებმა აჩვენეს, რომ ტურისტებს აღიზიანებთ ხმაური და ფუსფუსი, რომელსაც ნებისმიერი ასაკის ბავშვები იწვევენ. ამავე გამოკითხვებით გაირკვა, რომ ბავშვებთან ერთად მგზავრობა, განსაკუთრებით უსიამოვნო, ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის ყოფილა. აღსანიშნავია, რომ ბავშვების მშობლებმა უკვე გაიზიარეს მათი განცალკევებით მგზავრობის იდეა, რადგანაც ეს პრობლემა მათთვის უკვე კარგად ნაცნობია.

მსხვილი ავიახაზები ამ შესაძლო ცვლილებას, ჯერჯერობით, მხოლოდ განიხილავენ, რაც შეეხება რკინიგზას, აქ ახალი ვაგონები დაინერგება, რომლითაც მხოლოდ ზრდასრული ადამიანები იმგზავრებენ. მსგავსი ვაგონები უკვე გამოჩნდა ინგლისში.

მასალების გადაბეჭდვის წესი