ეკონომიკა

ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებელი გაიზარდა

12 იანვარი, 2016 • 1234
ბიზნესსუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებელი გაიზარდა

2015 წლის დეკემბერში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობა  16.8%-ით აღემატება წინა თვის, ნოემბრის სტატისტიკას, ხოლო  2014 წლის დეკემბერთან შედარებით ბიზნესის რეგისტრაციის მაჩვენებელი 4.8%-ით გაიზარდა.

ეს ინფორმაცია 12 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ  გამოაქვეყნა.

ოფიციალური მონაცემებით 2015 წლის დეკემბრის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 4 203 ერთეული შეადგინა, რომელთა შორის 97.0% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი), ხოლო 3.0% არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.960 დონეზე დაფიქსირდა.

ბიზნესის რეგისტრაციის თვის სტატისტიკა დეკემბერი, 2014-2015; წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

ბიზნესის რეგისტრაციის თვის სტატისტიკა დეკემბერი, 2014-2015;
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მასალების გადაბეჭდვის წესი