2011 წლის მიზნობრივი ინფლაცია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2011-2013 წლებში წლიური მიზნობრივი ინფლაცია 6 პროცენტით განისაზღვრება.

“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სამომხმარებლო ფასების საერთო დონის წლიური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნება საშუალოვადიან პერიოდში.

საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლად ადგენს ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. მომავალი სამი წლისათვის მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი აღინიშნება ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებში, რომელსაც პარლამენტი ამტკიცებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონთან ერთად.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge