ეკონომიკა

სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კვლავ პრიორიტეტულია

24 დეკემბერი, 2010 • • 1531
სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია კვლავ პრიორიტეტულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2011-2014 წლების პრიორიტეტად კვლავ რჩება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია.

საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემულ 2011–2014 წლების მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩენილი აქტივების უმეტესი ნაწილი არ არის სრულფასოვნად ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში, მათი ნაწილი იმყოფება არასახარბიელო ფინანსურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული ქონების გადასვლა კერძო სექტორში, რათა მოხდეს მათი სრულად ჩართვა ეკონომიკურ საქმიანობაში, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოებისა და ქონების საპრივატიზებოდ მომზადება და შემდგომში მათი პრივატიზაცია.

აღნიშნული საქმიანობის განხორციელების შედეგად კი ზმოთნახსენები დოკუმენტის თანახმად მოსალოდნელია:

• სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დიდი ნაწილის  ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა;

• ყოფილი სახელმწიფო საკუთრების ობიექტებში ინვესტიციების მოზიდვა;

მასალების გადაბეჭდვის წესი