ეკონომიკა

საქართველოს კრედიტორ ქვეყნებს შორის რუსეთი მეორე ადგილზეა

18 ნოემბერი, 2010 • • 963
საქართველოს კრედიტორ ქვეყნებს შორის რუსეთი მეორე ადგილზეა

2010 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 6 მილიარდ 819 მილიონ 762 ათასს შეადგენს, აქედან მრავალმხრივი კრედიტორებისგან ნასესხები თანხა თითქმის 5 მილიარდია, მათ შორის, ყველაზე მსხვილი კრედიტორები მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი არიან. მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხი 2 მილიარდ 138 ათას 691 მილიონი ლარია, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიღებული სესხი მილიარდ 912 მილიონს აღემატება.

ორმხრივ კრედიტორებში ლიდერობს გერმანია; აღნიშნული სახელმწიფოსგან მიღებული სესხი თითქმის 366 მილიონია, შემდგომ მოდის რუსეთი, რომლის ვალი საქართველოს სახელმწიფოს დაახლოებით 209 მილიონი ლარი აქვს. ყველაზე მცირე ვალი საქართველოს თურქმენეთის აქვს და ეს თანხა 375 ათას ლარს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი