ეკონომიკა

ოპოზიურ ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავა კომენტარს აკეთებს

18 ნოემბერი, 2010 • • 1158
ოპოზიურ ფრაქციებთან შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავა კომენტარს აკეთებს

ოპოზიციურ ფრაქციებთან შეხვედრების შემდეგ თბილისის მერი გიგი უგულავა კომენტარს აკეთებს.  მისი თქმით, კონსულტაციები კიდევ გაგრძელდება,-”პროცესი, თავისთავად, საინტერესოდ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კამათი ზოგჯერ მწვავედაც წარიმართა და პოზიციური განსხვავებებიც დაფიქსირდა, არაერთი საინტერესო წინადადებაც გაჟღერდა. მაგალითად, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველობას ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვისაუბრეთ დაზღვევის სპეციფიკის შესახებაც.”

ქალაქის მერის თქმით, მას სჯერა, რომ საკრებულოს თითოეული წევრის მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობაა:

,-”აქვე მინდა დავუმატო, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ფრაქციები, მისცემენ თუ არა ხმას ბიუჯეტს, ჩემთვის ძალიან საინტერესოა მათთან მუშაობა და მათი წინადადებების მოსმენა”,-განაცხადა გიგი უგულავამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი