ეკონომიკა

გიგი უგულავა ფრაქცია ”ჩვენი თბილისის” წევრებს შეხვდა

18 ნოემბერი, 2010 • • 1074
გიგი უგულავა ფრაქცია ”ჩვენი თბილისის” წევრებს შეხვდა

“ქრისტიან-დემოკრატებისა’’ და “დედაქალაქის’’ შემდეგ გიგი უგულავა ფრაქციის “ჩვენი თბილისის”  წევრებსაც შეხვდა. ფრაქციის  თავმჯდომარის განცხადებით, 2011 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მათ რამდენიმე პრინციპული საკითხი წამოწიეს, რომელიც ჯანდაცვის, დასაქმებისა და სოციალურ სფეროს ეხებოდა.

“ვინაიდან ჩვენი გარკვეული პროექტები ფინანსურ გათვლებსა და ციფრების დაზუსტებას საჭირეობდა, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ გამოთქვა სურვილი, რომ მათ ხვალ კიდევ ერთხელ შევხვდეთ”, – აღნიშნა დავით საგანელიძემ.

ვიქტორ დოლიძის თქმით,-“საუბარი იქნება კონკრეტულ პროექტებზე, რომლებიც გარკვეული პროგრამების აღდგენას საჭიროებენ. ეს შეეხება ორგანულ პროგრამებს: უფასო მშობიარობას, ორსულობის პატრონაჟს და პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ეს მოთხოვნები რეალობად იქცევა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი