ეკონომიკა

მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდება

17 ნოემბერი, 2010 • • 1113
მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უფრო ხელმისაწვდომი გახდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობით სასტუმრო ძველ თბილისში სემინარი ”როგორ შევქმნათ საუკეთესო გარემო საქართველოში ელექტრონული საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის” გაიმართა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ გახსნა. სემინარზე საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების და უნივერსალური ინტერნეტ მომსახურების დანერგვის გარემოებები განიხილა.

იგეგმება საკანონმდებლო ბაზის მომზადება იმისათვის, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პარალელურად, გათვალისწინებული იყოს მოცულობა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ჩასადებად.

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მოცულობის შექმნის პრაქტიკა საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გამოიყენება და ეს შესაძლებელს ხდის, შედარებით მცირე დანახარჯებით, მიმდინარე მშენებლობის პროცესში შეიქმნას გარემო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარებისათვის როგორც ქალაქებში, ასევე – რეგიონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი