ეკონომიკა

თბილისში ”Air Baltic”-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

17 ნოემბერი, 2010 • • 1520
თბილისში ”Air Baltic”-ის წარმომადგენლობა გაიხსნა

საქართველოში ”Air Baltic”-ის წარმომადგენლობა ფალიაშვილის 72-ში გაიხსნა. ოფისის გახსნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ კეკელია, ლატვიის ელჩი ანდრის ვილცანსი და ”Air Baltic”-ის ვიცე-პრეზიდენტი გრეგორი პომერანცევი დაესწრნენ. ოფისი მომხმარებელს ინფორმაციას მიაწვდის პროდუქტისა და მომსახურების, ფასდაკლებისა და ბილეთების შესახებ. აღნიშნული ავიაკომპანია თბილისს დასავლეთ ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან აეროპორტებთან, აგრეთვე, სკანდინავიასთან, ხმელთაშუა ზღვის რეგიონთან და აღმოსავლეთ ევროპასთან აკავშირებს.

”ლატვიური ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეისებს 2006 წლიდან ასრულებს, ოფისის გახსნა კი იმაზე მიუთითებს, რომ კომპანია კავკასიაში პოზიციებს იფართოვებს” – განაცხადა ”ეარბალტიკის” კომერციულმა დირექტორმა, ტერო ტასკილამ.

ავიაკომპანიას ოფისები, ლატვიის გარდა, 9 ქვეყანაში აქვს და მათ შორის ერთ-ერთი – საქართველოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი