ეკონომიკა

ოქროს ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

17 ნოემბერი, 2010 • • 1281
ოქროს ფასი  ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

სამშაბათს ნიუ იორკის საფონდო ბირჟა Comex-ზე  გამართულ აუქციონზე ოქროს ფიუჩერსების  ფასი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე  დაეცა (-2.2%)  და უნციაზე 1,338.40 დოლარი შეადგინა. ოქროზე ფასის დავრდნა მსოფლიო ბაზარზე დოლარის კურსის გაძლიერების შედეგია.

 2010 წლის დასაწყისისათვის ოქროს ფასი 26%-ით გაიზარდა. თავდაპირველად ოქროს გაძვირება ევროპის კრიზისმა განაპირობა, რომელიც დიდი ფინანსური ვალებით იყო გამოწვეული.

ბოლო წლების განმავლობაში ამ ლითონზე ფასმა ეკონომიკური არასტაბილურობისა და ფინანსური კრიზისის შედეგად მოიმატა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი