ეკონომიკა

”ალიონი XXI” ვალების გამო აუქციონზე იყიდება

17 ნოემბერი, 2010 • • 1529
”ალიონი XXI”  ვალების გამო აუქციონზე იყიდება

“თიბისი ბანკი” აუქციონზე გასაყიდად კომპანია “ალიონი XXI”-ს გამოიტანს. ქარხანა, რომელიც მერქან-ბურბუშელოვან ფილებს (ე.წ. დე-ეს-პეს) ამზადებდა, ვალებშია ჩაფლული და უკვე ხუთი თვეა,  გაჩერებულია. ქარხანას ვალის დიდი ნაწილი “იაფი სესხის” სახით დაედო. 
 
წინასწარი ინფორმაციით, ქარხნის შეძენის რამდენიმე მსურველი გამოჩნდა. მათ შორის ერთ-ერთი სომხური “ტარგოვი დომ ბელაშია”, რომელსაც ქარხნიდან “დე-ეს-პე” სომხეთში გაჰქონდა. არის რამდენიმე სხვა მსურველიც. უმეტესად ისინი, რომლებიც საქართველოში ლამინატის საამქროებს ამუშავებენ.

“ალიონი XXI”-ის აუქციონზე გაყიდვის შემთხვევაში მიღებულ თანხას მოვალეები დაინაწილებენ. დავალიანება ჯარიმების დარიცხვის შემდეგ 3,4 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. დაახლოებით 511 ათას ლარს ბიუჯეტი “იაფი სესხის” სანაცვლოდ წაიღებს, 300 ათასამდე ლარი შემოსავლების სამსახურს ერგება, დარჩენილ თანხას კი “თიბისი ბანკი” დაიტოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი