ეკონომიკა

ახალი სარადარო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მფრინავ ობიექტს დააფიქსირებს

16 ნოემბერი, 2010 • • 1268
ახალი სარადარო სისტემა 400 კილომეტრის რადიუსში მფრინავ ობიექტს დააფიქსირებს

ფოთის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ   ახალი სარადარო სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სარადარო-სანავიგაციო სისტემა უკვე ჩართულია, რომლის საშუალებით ნებისმიერ ამინდში 400 კილომეტრის რადიუსში მფრინავი ობიექტის დაფიქსირება მოხდება. ობიექტზე ძირითადი ტექნიკური სამუშაოები უკვე დასრულებულია და ამ ეტაპზე სპეციალური შენობების მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის სამსახურები განთავსდება. მშენებლობის დასრულება დეკემბერში იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი