ეკონომიკა

საქსტატის შენობა იყიდება

15 ნოემბერი, 2010 • • 1427
საქსტატის შენობა იყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საპრივატიზაციოდ  პეკინის ქუჩის N4-ში მდებარე შენობა გამოიტანა, სადაც ამჟამად სტატისტიკის ეროვნული სამსახური “საქსტატი” ფუნქციონირებს.

“თბილისის მთავარ სავაჭრო მაგისტრალზე მდებარე ეს შენობა დღეიდან საპრივატიზაციოდ არის გამოტანილი. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, მოვიდეს და უშუალოდ შეაფასოს შენობის პოტენციური შესაძლებლობები. სავარაუდოდ, მასში შეიძლება განლაგდეს ბიზნეს-ცენტრი, რადგან ეს არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი. მიმდებარედ განლაგებულია თბილისის ერთ-ერთი უდიდესი სასტუმრო, ბრენდული მაღაზიები და მსხვილი ბანკების ფილიალები” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს პრეს-სპიკერმა პრივატიზაციის საკითხებში გიორგი კალანდაძემ.

პეკინის ქუჩაზე მდებარე 6000-მდე კვადრატული მეტრი შენობის საწყისი ფასი 3 600 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტია ლარში.

მომავალ მესაკუთრეს შენობა  ეტაპობრივად გადაეცემა და ეს პროცესი 2011 წლის 1 მაისს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი