ეკონომიკა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება

12 ნოემბერი, 2010 • • 1313
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად მცირდება

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯები 2010 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად მცირდება. კერძოდ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხარჯვითი ნაწილი 60 მილიონ ლარზე მეტით არის შემცირებული, მათ შორის, ე.წ. “სხვა ხარჯების” ნაწილი თითქმის ორი მილიონი ლარით მცირდება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 75 მილიონი ლარით მცირდება.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის თავმჯდომარემ ანდრო ბარნოვმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა – “თავდაცვის ხარჯების შემცირება იმის დემონსტრირებაცაა, რომ საქართველო ძალის გამოყენებით პრობლემების გადაჭრას არ აპირებს. თუმცა ცხადია, რომ გართულებული ეკონომიკური გარემოს პირობებში პრიორიტეტად მიიჩნევა ისევ ეკონომიკა და არა – თავდაცვა. მე ვშიშობ, რომ ხარჯების შემცირებამ შეიძლება შეაფერხოს თავდაცვის რეფორმის პროცესი. იმედია, ეს მკვეთრად უარყოფითად არ აისახება ჯარის ზოგად მზადყოფნაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი