ეკონომიკა

შპს ”საქართველოს რკინიგზა” ზამთრისთვის ემზადება

15 ნოემბერი, 2010 • • 1107
შპს ”საქართველოს რკინიგზა” ზამთრისთვის ემზადება

მიმდინარე წლის ნოემბრიდან  შპს ”საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის   დეპარტამენტმა  საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის – ”სწრაფი რკინიგზა – ბათუმიდან – თბილისში 3 საათში” – ფარგლებში სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სხვადასხვა სახის სამუშაოები ჩაატარა. კერძოდ, ნიგოეთის, ჯუმათისა და სუფსის  რკინიგზის სადგურებში  გამაფრთხილებელი შუქნიშნები დამონტაჟდა. დეპარტამენტმა გადასარბენებზე სუფსა – ჯუმათი წყვილი და კენტი, ხოლო ნიგოეთის გადასარბენზე – კენტი შუქნიშნები დაამონტაჟა. წლის ბოლომდე გამაფრთხილებელი შუქნიშნები კიდევ რამდენიმე გადასარბენზე დამონტაჟდება.

საქართველოს რკინიგზის ცნობით  მოახლოებულ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით შპს ”საქართველოს რკინიგზის” სამგზავრო ბიზნეს-ერთეულში სხვადასხვა სახის სამუშაოები ტარდება. გეგმურად შემოწმდა 125 სამგზავრო ვაგონი და 16 ელექტრო მატარებელი. მოწესრიგდა გათბობის და ელექტოგაყვანილობის სისტემები.

მასალების გადაბეჭდვის წესი