ეკონომიკა

N45 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები

11 ნოემბერი, 2010 • • 1000
N45 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონის შედეგები

2010 წლის 11 ნოემბერს ეროვნული ბანკის 91-დღიან N45 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.00%-ით, მაქსიმალური 9.57%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.43%–ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ წინა 91-დღიან N44 სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზეც  25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, თუმცა მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.50%-ით, მაქსიმალური 9.95%–ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.78%–ით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი