ეკონომიკა

ჩინეთში ინფლაციის დონე იზრდება

11 ნოემბერი, 2010 • • 1270
ჩინეთში ინფლაციის დონე იზრდება

მთავრობის მცდელობის მიუხედავად, ჩინეთში საკვებ პროდუქტებზე ფასები იზრდება, რაც  ინფლაციის დონის მატებასაც იწვევს. სტატისტიკის ბიუროს განცხადებით, სექტემბრის თვეში ინფლაციის დონე  3,68% იყო, ხოლო ოქტომბერში კი მან 4,4%-ს მიაღწია.

მათივე განმარტებით, მთავრობის მხრიდან საჭიროა ფასების ზრდის უფრო მეტი გაკონტროლება და ისეთი ღონისძიებების ჩატარება, როგორებიცაა საპროცენტო განაკვეთის ზრდა და რაც შეიძლება მეტი სესხის გამოყოფა ბანკების მიერ, რათა ეკონომიკის ზრდის ტემპები გაიზარდოს და ფასების მატების პროცესი დარეგულირდეს.  

სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, ჩინეთში ინდუსტრიული წარმოება ოქტომბრის თვეში 13,1%-ით გაიზარდა  წინა წელთან შედარებით, თუმცა დიდად ვერ გაუსწრო  სექტემბრის თვის მონაცემებს (13,3%), რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი