ეკონომიკა

რუსეთში მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა

10 ნოემბერი, 2010 • • 1205
რუსეთში მსუბუქ ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა

რუსეთში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვის რაოდენობამ საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია.

წლის განმავლობაში  რეალიზებულ იქნა 1 მილიონ 509.5 ათასი ავტომობილი, რაც 22 %-ით აღემატება წინა პერიოდის მაჩვენებელს. ოქტომბრის თვეში ავტომობილების გაყიდვის ყველაზე მაღალი ინდექსი Lada-ს  მარკის ავტომობილზე  დაფიქსირდა (50.251 ათასი მანქანა, ეს მაჩვენებელი 78 %-ით მაღალია წინა წელთან შედარებით), მეორე ადგილს Chevrolet იკავებს (10.710 +47 %), მესამე ადგილზეა Renault (10 112 ათასი მანქანით +63 %), მეოთხე ადგილი  Kia-მ დაიკავა (9.600 ათასი  +37 %), ხოლო მეხუთე ადგილზეა Nissan (9,101 ათასი მანქანა , +113 %-ით).

ავტომობილების გაყიდვის ასეთი სწრაფი ტემპი  მათ მწარმოებლებს იმედს აძლევს, რომ წლის ბოლოსთვის გაყიდული მანქანების ფასი 1. 8 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი