ეკონომიკა

მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებელი ცნობილი გახდა

9 ნოემბერი, 2010 • • 1176
მდინარე ტეხურაზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებელი ცნობილი გახდა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში, მდინარე ტეხურაზე, ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის მიზნით ინტერესთა გამოხატვა 2010 წლის თებერვალში გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვის მიზანი იყო დაინტერესებული ინვესტორების მოწვევა, მათ მიერ წინადადებების წარმოდგენა და საუკეთესო წინადადების გამოვლენა, აღნიშნული პროექტის განხორციელების მიზნით.

ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადი ოთხმა კომპანიამ შეიტანა: თურქულმა კომპანიებმა ’’Limak “ და “Kolin Construcion“-მა, გერმანულმა – “O.Balgioglu  Energy resources” და კანადურმა კომპანია “Charthage Energy“-მ. აღნიშნულ ტენდერში თურქულმა კომპანიამ “Kolin Construcion”-მა გაიმარჯვა.  

პროექტით გათვალისწინებულია ოთხი ჰიდროელექტროსადგურისგან შემდგარი ტეხურის კასკადის მშენებლობა. კასკადის ჯამური სიმძლავრე შეადგენს მინიმუმ 105,7 მგვტ–ს, წლიური გამომუშავებით 490 000 000 კვტ.სთ. კასკადი შედგება შემდეგი ჰიდროელექტროსადურებისგან: ერჯია, ცხიმრა, ნობულევი, ლეჩახა.

მშენებლობა 4 წელიწადი გაგრძელდება, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციების სავარაუდო მოცულობა 150 მლნ. აშშ დოლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი