ეკონომიკა

ქობულეთის ”თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების კომისიამ ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

9 ნოემბერი, 2010 • • 1027
ქობულეთის ”თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების კომისიამ  ახალი გადაწყვეტილებები მიიღო

ქობულეთის ”თავისუფალი ტურისტული ზონის” განვითარების კომისიამ გადაწყვეტილება შეცვალა: სასტუმროების მშენებლობის პროექტების წარდგენის ვადამ 30 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე გადაიწია.

კომისიის თავმჯდომარის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი ისაა, რომ პროექტების წარდგენა ადრე დადგენილი ვადის, 30 ოქტომბრის, შემდეგაც  გრძელდებოდა.

ასევე, გადაწყდა ტურისტულ ზონაში დაგეგმილი სასტუმროების რაოდენობის გაზრდა, 27- დან  30-მდე.

ამ დროისთვის სამინისტროში 52 განაცხადია შესული როგორც საქართველოდან, ისე – უცხოეთის ქვეყნებიდან.

აღსანიშნავია, რომ კომისიის გადაწყვეტილებით, 8 კომპანია და ფიზიკური პირი შეირჩა, რომლებიც 15 ობიექტის მშენებლობაზე იმუშავებენ (ფ/პ გოგი გოგიტიძე; თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. ”ცქიფო”; ფ/პ ნუგზარ გამყრელიძე; შ.პ.ს. ”ოქროს სტანდარტი”; ფ/პ გრიგოლ გაფრინდაშვილი; ს/ს ,”პლატინიუმ რეალ ისთეითი”; ООО “РУСАДЖ”; “ESCo-Concern” CJSC).

ვერა ქობალიას განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ზონაში  მშენებლობის ეტაპზე 1000-მდე ადამიანი დასაქმდება და სასტუმროების აშენების შემდეგაც დაახლოებით ამდენივე სამუშაო ადგილი გაჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი