ეკონომიკა

”მწვანე” ავტომობილები საქართველოში

8 ნოემბერი, 2010 • • 1259
”მწვანე” ავტომობილები საქართველოში

საქართველოს მთავრობა ამერიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ბანკი მზად არის, გამოყოს 200 მილიონი დოლარი, რათა საქართველოში, პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში, ელექტრონული და ჰიბრიდული ავტომობილები გაჩნდეს, რომლებიც გარემოს გამონაბოლქვით არ დააბინძურებენ.

საქართველოს მთავრობა უახლოეს 3-4 წელიწადში  დაახლოებით 4000 ასეთი ავტომობილის შეძენას გეგმავს ისეთი მწარმოებლებისგან, როგორებიცაა – General Motors, Ford Motor და Toyota Motor. თითოეული ავტომობილის ღირებულება დაახლოებით 32.000 $ იქნება – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ. მისივე თქმით, ინიციატივას პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილიც უჭერს მხარს.

ვერა ქობალიას განმარტებით, ავტომობილების გაყიდვა აუქციონის წესით მოხდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თბილისში უახლოეს მომავალში ტრამვაიც იფუნქციონირებს.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საწვავის გრძელვადიანი დაზოგვა კომპენსირებას გაუწევს ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების მაღალ ფასს, რაც პროექტს მთავრობისთვის სიცოცხლისუნარიანს ხდის – განაცხადა თბილისის ”კავკასიის ეკონომიკისა და სოციალური კვლევის ინსტიტუტის” აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით ნარმანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი