ეკონომიკა

დაკავებულია ფოთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი

8 ნოემბერი, 2010 • • 1228
დაკავებულია ფოთის  სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ქ. ფოთის რეგიონალური სავაჭრო-სამრეწველო პალატის აღმასრულებელი დირექტორი ჯევა გიგიბერია ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მასალების მიხედვით: ჯევა გიგიბერიას თანამდებობრივად ევალებოდა ექსპერტიზის აქტების შედგენა, სხვადასხვა დასახელების საქონელზე საბაზრო ღირებულების დადგენა და ექსპორტზე გამავალი საქონლის ქვეყნის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემა. გიგიბერიამ თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთ მოქალაქეს, საქართველოდან თურქეთში დაფნის ფოთლის გასატანად,  საექსპორტო პროდუქტის წარმომავლობის ყალბი სერტიფიკატი დაუმზადა და გადასცა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 100 ლარი აიღო.

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი