ეკონომიკა

რამდენი ობიექტი აშენდა 2010 წელს საქართველოში?

8 ნოემბერი, 2010 • • 1012
რამდენი ობიექტი აშენდა 2010 წელს საქართველოში?

2010 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 823 ობიექტის მშენებლობა დასრულდა, საერთო ფართობით 925 094 კვ.მ.

აღნიშნულ პერიოდში დასრულებულ მშენებლობათა 38,5% – საცხოვრებელ შენობებზე, 26,7% – სავაჭრო ობიექტებზე, 11,7% – ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებზე, ხოლო 7% სამრეწველო და სასაწყობო დანიშნულების შენობებზე მოდის.

2010 წლის იანვარ-სექტემბერში დასრულებული მშენებლობების 20,5% – ქვემო ქართლში, 17% – იმერეთში, 15,3% – ქ. თბილისში, 11,2% – აჭარაში, 9,8% – კახეთში, 8,3% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, ხოლო 7,6% მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია განთავსებული.

აღასანიშნავია, რომ 2010 წლის 9 თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა 4 609-ს შეადგენს, რაც 24,4%-ით მეტია გასული წლის 12 თვეში გაცემულ ნებართვებზე. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში გაცემული ნებართვებიდან 55,5% – არასაცხოვრებელი, ხოლო 45,5% საცხოვრებელი შენობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი