ეკონომიკა

აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზოტორებს შორის ისევ თურქები ლიდერობენ

8 ნოემბერი, 2010 • • 1037
აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზოტორებს შორის  ისევ  თურქები ლიდერობენ

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2010 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში სულ 890 705 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 79%-ით მეტია.

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ჩასული ვიზიტორების რაოდენობა 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,3-ჯერ გაიზარდა.

2009 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარაში სულ 497 526 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2008 წლის იანვარ-ოქტომბერში– 266 052.

2010 წლის პირველ ათ თვეში აჭარაში ჩასულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობამ 287 797 შეადგინა, რაც 2009 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით, თითქმის 2-ჯერ მეტია, ხოლო 2008 წელთან შედარებით კი, თითქმის 4-ჯერ მეტი. 2009 წლის იანვარ-ოქტომბერში აჭარას სტუმრობდა 148 598 უცხოელი ვიზიტორი, ხოლო 2008 წელს კი – 70 061.

2010 წლის იანვარ-ოქტომბერში, აჭარაში უცხოელ ვიზიტორთა უმეტესობა, კერძოდ, 42,6% – თურქეთიდან ჩავიდა (მთლიან ვიზიტორთა 13,8%), რაც 2-ჯერ მეტია 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. თურქეთს მოჰყვება სომხეთი (უცხოელ ვიზიტორთა 33,5%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 10,8%), აზერბაიჯანი (უცხოელ ვიზიტორთა 14%, ხოლო მთლიან ვიზიტორთა – 4,5%).

მასალების გადაბეჭდვის წესი