ეკონომიკა

“სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს საჩოგბურთო კლუბ ”დინამოს” წინაშე”

2 ნოემბერი, 2010 • • 1008
“სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს საჩოგბურთო კლუბ ”დინამოს” წინაშე”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  განცხადების თანახმად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე საჩოგბურთო კორტების ტერიტორია საჩოგბურთო კლუბის წარმომადგენლებმა რამოდენიმე წლის წინ გაასხვისეს. ტერიტორია  კერძო კომპანიამ – “კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა” იყიდა,რომელსაც კლუბმა ნასყიდობის ფასის გადახდის გარდა, არანაირი ვალდებულების შესრულება არ მოსთხოვეს.

წელს ”კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფმა” ეს ნაკვეთი სახელმწიფოს მიყიდა. შესაბამისად, სახელმწიფოს არანაირი ვალდებულება არ აქვს საჩოგბურთო კლუბ ”დინამოს” წინაშე, ამიტომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აპირებს ჩოგბურთის ფედერაციასთან დაკავშირებას, რათა მათი გასვლა აღნიშნული ტერიტორიიდან უმტკივნეულოდ მოხდეს, საჩოგბურთო კორტების ტერიტორიის მომავალი ათვისების პროექტი კი თბილისის გენერალური გეგმის მიხედვით შემუშავდება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი